საჩხერის კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის დიაგნოზით ინფიცირებულ მეოთხე პაციენტთან დადებითი დინამიკა შეინიშნება
საჩხერის კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის დიაგნოზით ინფიცირებულ მეოთხე პაციენტთან დადებითი დინამიკა შეინიშნება

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული მეოთხე პაციენტთან დადებითი დინამიკა შეინიშნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა მაია ხელაძემ განუცხადა.

ხელაძის ინფორმაციით, სამ პაციენტს ხვალ ჩაუტარდება ტესტი, იმის გასარკვევად განიკურნენ თუ არა კორონავირუსისგან.

კლინიკაში დღეს კარანტინიდან ერთი მოქალაქე კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს. მას ანალიზებს აუღებენ და ლაბორატორიაში გაგზავნიან.