10:00 საათის მონაცემებით, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 7,94 პროცენტი შეადგინა
მე-20 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის რაიონებს მოიცავს, 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 7,94 პროცენტი შეადგინა.
საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული 103 837 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი ამ დროისთვის 3 381-მა დააფიქსირა.
მათივე ცნობით, 155-ვე უბანი ზუსტად 08:00 საათზე, კანონისა და რეგულაციების ზუსტი დაცვით გაიხსნა და გახსნის პროცედურებთან დაკავშირებით საჩივრები არ შესულა.
აღნიშნულ ოლქში გამარჯვებისთვის მაჟორიტარობის 11 კანდიდატი იბრძვის.