საჩხერის საკარანტინო სივრცეში 41 მოქალაქე, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში კი სამი ინფიცირებული რჩება
საჩხერის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 41 მოქალაქეა. ექიმების ინფორმაციით, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს.
რაც შეეხება კლინიკას, ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება სამი პაციენტი, რომელთაც დადასტურებული აქვთ ახალი კორონავირუსი.
საჩხერის კლინიკის დირექტორ მიხეილ ქამუშაძის თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და ამ დროისთვის მათ არ აქვთ მაღალი ტემპერატურა.
კლინიკაში ამ დროისთვის არცერთი საეჭვო პაციენტი არ ჰყავთ და შესაბამისად, ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზების პასუხებს არ ელოდებიან.