საჩხერეში კლინიკაში მყოფი ერთ-ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო დაუდგენელია და შესაძლოა, შიდა გადაცემას უკავშირდებოდეს
საჩხერეში კლინიკაში მყოფი ერთ-ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო დაუდგენელია და შესაძლოა, შიდა გადაცემას უკავშირდებოდეს. მამაკაცი დედაქალაქში ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მუშაობდა.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტია მოთავსებული. პაციენტი, რომელსაც ახალი კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა 30 წლის მამაკაცია. მისი მდგომარეობა კლინიკის სამედიცინო მენეჯერის მაია ხელაძის შეფასებით, არის საშუალო სიმძიმის.
„პაციენტს აქვს ორმხრივი პნევმონია და ცხელება. ის არის ჟანგბადდამოკიდებული“, – განაცხადა ხელაძემ.
რაც შეეხება მეორე პაციენტს, ექიმის ინფორმაციით, მას ცხელება აღარ აქვს.