საბურთალოსა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 6 აპრილს საბურთალოსა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაცია „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, პეტრე იბერის, მეფე მირიანისა და ტარიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დავით სარაჯიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.