საბურთალოს რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, საბურთალოს რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 22 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერისა და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.