კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო საბურთალოს რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
„გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძისა და გამრეკელის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.