კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება საბურთალოს რაიონის მცხოვრებლების ნაწილს.
„გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, სარაჯიშვილის, კვანტალიანის და ემხვარის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.