„საბურთალოს“ მეტოქემ სეზონი გახსნა - „სტიაუამ“ დებიუტანტთან ფრე ითამაშა #1TVSPORT
„საბურთალოს“ მეტოქემ სეზონი გახსნა - „სტიაუამ“ დებიუტანტთან ფრე ითამაშა #1TVSPORT

საბურთალოსთანკონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე ბუქარესტის „სტიაუამ“ რუმინეთის სუპერლიგის 2022-2023 წლების სეზონი გახსნა და მატჩი ფრედ დაასრულა.

ბუქარესტის „სტიაუას“ მეტოქე სუპერლიგაში ახლად დაწინაურებული კლუჟისუნივერსიტატეა“ იყო, რომელიც უხერხული მეტოქე გამოდგა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

„საბურთალოს“ მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა ანტონ პეტრეამ 4-3-3 სათამაშო სქემა გამოიყენა და გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა: ტარნოვანუკრედუ, დავა, ჰარუტი, სერბანიოტარუ, ედჯუმა, ტანასეკორდეა, კომანი, ოკტავიან პოპესკუ.

ამ მატჩში რამდენჯერმე გამოიყენეს VAR-ის სისტემა, რომელიც რუმინეთის სუპერლიგაში ამ ზაფხულს დანერგეს. პირველ ტაიმში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მაგრამ ვიდეორეფერიმ გააუქმა. შემდეგ „სტიაუას“ კაპიტანმა ფლორიან ტანასემ გაიტანა, მაგრამ გოლი ისევ არ ჩაითვალა.

ბუქარესტელების საქმე პირველი ტაიმის ბოლოს გართულდა, როდესაც ადრიან ბალანმა ანგარიში გახსნა. 55-ე წუთზე გათანაბრება ფლორინ ტანასემ პენალტიდან შეძლო. „სტიაუა“ ცდილობდა გამარჯვების გოლი გაეტანა, მაგრამ საბოლოოდ, სტადიონი თითქმის 20 ათასამდე გულშემატკივარმა იმედგაცრუებულმა დატოვა.

ბუქარესტის „სტიაუა“ ხვალ თბილისში ჩამოვა და „საბურთალოს“კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის პირველ მატჩში ხუთშაბათს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება.