საბურთალოს, გლდანისა და ისნის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო საბურთალოს, გლდანისა და ისნის რაიონების ნაწილში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის III, IV კვარტლების, შალვა ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ელგუჯა ამაშუკელის, კონსტანტინე კაპანელის და ხომლის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და დუმბაძის ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ახალუბნის, თამაზ მუჯირიშვილის, ბეღლეთის, გალავნის, კაიშაურის, ნაქერალის, ოძისის, რუისპირის, საინგილოს, სომხეთის, ფშავის, შილდის და გოლოვნის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.