„საბურთალომ“ მზადება დაიწყო - თურქეთში გამგზავრებამდე თბილისური გუნდი ორ სპარინგს გამართავს #1TVSPORT
ომარ თეთრაძის ხელმძღვანელობით, „საბურთალომ“ სეზონისთვის მზადება დაიწყო – თბილისური გუნდი პირველ შეკრებას მარტყოფში, სარაგბო ბაზაზე ატარებს, სადაც გუნდი 23 იანვრამდე ივარჯიშებს.
„საბურთალოს“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდი ორჯერად ვარჯიშებზეა გადასული – ფიტნესდარბაზში ვარჯიშის შემდეგ გუნდი მოედანზე ვარჯიშებით იტვირთება.
ამ ეტაპზე ორი საკონტროლო მატჩი დაიგეგმა: თბილისელები 18 იანვარს – „ვიტ ჯორჯიასთან“, ხოლო 23 იანვარს „სპაერთან“ ითამაშებენ. ორივე შეხვედრა დიღომში მდებარე სპორტული კომპლექსის, „ახალი თბილისის“ (ამერიკის საელჩოსთან) სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება.
„საბურთალომ“ მეორე შეკრება 25 იანვრიდან 15 თებერვლამდე თურქეთში დაგეგმა – გუნდი ამ ეტაპს ქალაქ ბელექში გაივლის. ამ პერიოდში „საბურთალო“ 5 საკონტროლო მატჩს გამართავს. მოსამზადებელ ეტაპზე კლუბის მეტოქეები ზუსტდება.