„საბურთალო“ გათამაშების ლიდერია
„საბურთალო“ გათამაშების ლიდერია

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მეორე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ზესტაფონში, „დავით აბაშიძე-არენაზე“ ფოთის „კოლხეთმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.

პირველად ფოთელებმა გაიტანეს, მე-20 წუთზე, პენალტი კოლხების კაპიტანმა ლაშა გოგონაიამ შეასრულა 1:0. მეორე ნახევარში უპირატესობა თბილისელებმა მოიპოვეს და 47-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილის გოლით ანგარიში გაათანაბრეს 1:1. 54-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ სტუმრები დააწინაურა 1:2, 76-ე წუთზე გიორგი რეხვიაშვილმა სხვაობა გაზარდა, ხოლო 87-ეზე თბილისელთა თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა ახალ გუნდში პირველად გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:4.

ორი ტურის შემდეგ „საბურთალო“ 100-პროცენტიანი მაჩვენებელით გათამაშების ლიდერია, ხოლო ფოთელებმა ორივე წააგეს, 10 გოლი გაუშვეს და აუტსაიდერები არიან.

ხვალ, 11 მარტს, მეორე ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება – „ლოკომოტივი“ – „დინამო თბილისს“ 14:00 საათზე „მიხეილ მესხი 2“-ზე მიიღებს, ხოლო „სამტრედია“ ბოლნისის „სიონს“ 16:00 საათზე ამავე სტადიონის მთავარ არენაზე დაუპირისპირდება. პირველი არხი „სამტრედიასა“ და „სიონის“ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გეგმავს.