საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 7 ივლისს გაიმართება 
საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 7 ივლისს გაიმართება 

საბერძნეთის პრეზიდენტმა, პროკოპის პავლოპოლუსმა პრემიერ-მინისტრ ალექსი ციპრასის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საბერძნეთში 7 ივლისს გაიმართება.

ალექსის ციპრასის თქმით, ის არჩევნების ჩატარებამდე თანამდებობაზე რჩება და რამდენიმე მინისტრს დანიშნავს, რომლებიც მოვალეობის დროებით შემსრულებლები იქნებიან.

ციპრასმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პარტია დამარცხდა.

ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო.