საბერძნეთში ულტრამემარჯვენე პარტია „ოქროს განთიადის“ დეპუტატი დააკავეს, რადგან სამხედროებს სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდა
საბერძნეთში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ოქროს განთიადის“ დეპუტატი დააკავეს მას შემდეგ, რაც მან სამხედროებს სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, პროკურატურა იძიებს, არის თუ არა საქმეში სახელმწიფო ღალატის ნიშნები.
„ოქროსფერი განთიადის“ წევრი დეპუტატი კონსტანტინოს ბარბაროსისი მონაწილეობდა დებატებში მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმების გამო საბერძნეთის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე.
„საბერძნეთის გადანაწილება დაიწყო. ვინაიდან ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მოქმედებს არა ერის, არამედ საკუთარი ინტერესებით, მოვუწოდებ ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას, პატივი სცენ დადებულ ფიცს და დააკავონ პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი, პანოს კამენოსი (თავდაცვის მინისტრი) და პროკოპის პავლოპულოსი (პრეზიდენტი), რათა თავიდან ავიცილოთ ღალატი“, – განაცხადა ულტრამემარჯვენე პარტიის წევრმა დეპუტატმა.
ბარბაროსისის განცხადებას გაემიჯნა თავად პარტია „ოქროს განთიადი“, პარტიის ხელმძღვანელობამ განცხადების ავტორის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, ათენმა და სკოპიემ მიაღწიეს შეთანხმებას მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებით.
შეთანხმების მიხედვით, იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკის ახალი სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონია იქნება.