საბერძნეთში უხვი ნალექის გამო სკოლების ნაწილი დახურეს.
ყინვა და თოვლი საბერძნეთის ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. დღეს დილიდან თოვს ათენში.
ატიკას რეგიონში სკოლების ნაწილი უამინდობის გამო დახურეს. შეფერხებები იყო საავტომობილო გზებზე. გზებზე ყინულის გამო, შეფერხებით მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რკინიგზა.
სინოპტიკოსების ცნობით, საბერძნეთის ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემა.