საბერძნეთში ტყის ხანძარს მესამე დღეა, ებრძვიან, ქრობის პროცესში ჩართული არიან მოკავშირე ქვეყნებიც
საბერძნეთის დედაქალაქის, ათენის დასავლეთით ტყის ხანძარს მესამე დღეა, ებრძვიან. ხანძარმა სახლები, ავტომანქანები და ინფრასტრუქტურა გაანადგურა. ოფიციალური პირების ცნობით, ხანძრის აქტიური კერები რვა კილომეტრზე ვრცელდება.
სახანძრო ბრიგადის ინფორმაციით, ხანძრის ახალი კერა გაჩნდა კუნძულ როდოსზე და ტყე დაიწვა.
„მთიან რაიონში სამი სოფლიდან და სასტუმროდან ხალხი ევაკუირებულია, თუმცა ხანძარი ტურისტულ ადგილებთან ახლოს არ არის“, – განუცხადა ადგილობრივმა გუბერნატორმა საბერძნეთის ტელევიზიას.
ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეები მობილიზებული არიან რუმინეთიდან, პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან. ასევე ცეცხლის ჩაქრობის პროცესს შეუერთდა იტალიიდან და საფრანგეთიდან გაგზავნილი ოთხი თვითმფრინავი.