საბერძნეთში ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი, 46.4 გრადუსი დაფიქსირდა
საბერძნეთში ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი – 46.4 გრადუსი დაფიქსირდა, – ინფორმაციას Kathimerini ათენის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, მაღალი ტემპერატურა პელოპონესის რეგიონში მდებარე ქალაქ გიტეიოში დაფიქსირდა.
2006 წლის შემდეგ საბერძნეთში ეს ყველაზე მაღალი ტემპერატურის ახალი რეკორდია.
შეგახსენებთ, გასული კვირის ბოლოს, შუადღისას საბერძნეთში ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა. სიცხის გამო უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ათენის აკროპოლისი დაიხურა.