საბერძნეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
საბერძნეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ვირუსი 262 ადამიანს დაუდასტურდა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ორი ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნის მაშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 24 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აგვისტოდან ბელგიიდან, ჩეხეთიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან და შვედეთიდან საბერძნეთში ჩასული ადამიანები ვალდებულები იქნებიან, „კოვიდ-19“-ზე ჩატარებული ტესტის პასუხები წარადგინონ. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მაშტაბით დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.