საბერძნეთში მმართველი კოალიციის დეპუტატს თავს დაესხნენ
საბერძნეთში მმართველი კოალიციის დეპუტატს თავს დაესხნენ

საბერძნეთში მმართველი კოალიციის, „სირიზას” დეპუტატს თავს დაესხნენ. 30 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი პეტროს კონსტანტინეასს ფიზიკურად გაუსწორდა.

შემთხვევა ქალაქ კალამატიში, სტადიონის შესასვლელთან კვირას მოხდა. დეპუტატი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კონსტანტინეასის თქმით, თავდამსხმელები ერთ-ერთი ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის წევრები იყვნენ. სამართალდამცველებმა ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს.