საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება
საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება

საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება. „გარდიანი“ წერს, რომ ქვეყნის მასშტაბით ოთხზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება. შეკრებაზე შეზღუდვის დარღვევისთვის პოლიტიკური პარტიები 5000 ევროთი, შეკრებების ორგანიზატორები 3000 ევროთი ხოლო მონაწილეები 300 ევროთი დაჯარიმდებიან.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საბერძნეთში „კოვიდ-19“ 72 510 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 1 035 გარდაიცვალა.