საბერძნეთში კორონავირუსის 293 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი
საბერძნეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 293 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის 22 ტურისტია.
საბერძნეთში დღეისთვის აღრიცხულია 9 280 ინფიცირებული. დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს ხუთი პაციენტი ემსხვერპლა. სულ კი კორონავირუსით გარდაცვლილია 248 ადამიანი.