საბერძნეთში კომუნისტებმა აქცია გამართეს
საბერძნეთში კომუნისტებმა აქცია გამართეს

საბერძნეთის კომუნისტური პარტიის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაში მონაწილეობა ათასობით მოქალაქემ მიიღო.

აქციის მონაწილეებმა ამერიკის შეერთებული შტატები, NATO და ევროკავშირი სირიაში მიმდინარე კონფლიქტისა და რეგიონში შექმნილი დაუცველი გარემოს გამო გააკრიტიკეს. ამასთან, დემონსტრანტებმა უკმაყოფილება გამოთქვეს უცხო ქვეყნების პრობლემების მიმართ საბერძნეთის მთავრობის უმოქმედობის გამოც.

საბერძნეთი მაკედონიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემის შესახებ, რომელიც იუგოსლავიის რესპუბლიკის ყოფილი ქვეყნის სახელს უკავშირდება. ბერძნები არ ეთანხმებიან, რომ მსოფლიო სახელწოდება „მაკედონიას“ საბერძნეთის ჩრდილოეთ პროვინციის გარდა, რომელიმე ტერიტორიას უწოდებდეს.

ბოლო დროს დაძაბულობამ იმატა საბერძნეთსა და თურქეთს შორისაც. მიზეზი ეგეოსის ზღვაში ტერიტორიული საკითხებია.