მედიის ცნობით, საბერძნეთში სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა
მედიის ცნობით, საბერძნეთში სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა

საბერძნეთში სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლმდენი აირი.

აქციის მონაწილეები ათენის ქუჩებში დროშებითა და ჯვრებით შეიკრიბნენ. აქტივისტები აცხადებენ, რომ სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგი არიან.

პოლიციის ცნობით, აქციაში 3 000 ადამიანი მონაწილეობდა. მედიის ცნობით, სამართალდამცავებს 120 ადამიანის დაშლა მოუწია მას შემდეგ, რაც მათ პოლიციას სხვადასხვა საგანი ესროლეს.

სამედიცინო პერსონალის სავალდებულო აცრის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა სალონიკშიც.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალისა და ხანდაზმულთა სახლების თანამშრომელთა ვაქცინაცია პირველი სექტემბრიდან სავალდებულო გახდება. ამ ინიციატივაზე საბერძნეთის პარლამენტი ხვალ იმსჯელებს.