საბერძნეთში იახტიდან გაშვებული ფოიერვერკის შედეგად ერთ-ერთ ტურისტულ კუნძულზე ტყის ხანძარი გაჩნდა
საბერძნეთში იახტიდან ფოიერვერკის გაშვების შედეგად ერთ-ერთ ტურისტულ კუნძულზე ტყის ხანძარი გაჩნდა.
ამის შესაზებ ინფორმაციას ადგილობრივი სახანძრო სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად ათენის სამხრეთით მდებარე კუნძულ ჰიდრაზე ფიჭვის ერთადერთ ტყეს გაუჩნდა ცეცხლი.
როგორც მეხანძრეების აცხადებენ, ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად ტყის ხანძრებს ქვეყნის სხვა რეგიონებიც ებრძვიან. პენელოპოსის ნახევარკუნძულზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
„აღშფოთებულები ვართ, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ასე უპასუხისმგებლოდ ისროლა ფოიერვერკი ფიჭვნარის მიმართულებით“, – განაცხადა კუნძულ ჰიდრას მერმა, გიორგოს კოკოდაკისმა.
მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება დაელოდება წინასწარი გამოძიების შედეგებს და შემდგომ, შესაძლოა, იახტაზე მყოფი პირების წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიმართოს.