საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს ინტერნეტით სპეციალური ანკეტის შევსება მოუწევთ
საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს ინტერნეტით სპეციალური ანკეტის შევსება მოუწევთ

საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს ინტერნეტით სპეციალური ანკეტის შევსება მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სპეციალურ ანკეტაში აუცილებელი იქნება მგზავრის ადგილმდებარეობის მითითება, ასევე იმ ქვეყნების ჩამოთვალა, სადაც ის ბოლო პერიოდში იმყოფებოდა. ეს ანკეტა გამგზავრებამდე 48 საათით ადრე უნდა იყოს შევსებული.

ასევე, აუცილებელი იქნება იმ მისამართის დასახლებაც, სადაც მგზავრები საბერძნეთში დასვენების დროს დარჩებიან.

დამატებითი ინფორმაციის მიღება საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს შემდეგ მისამართზე შეეძლებათ –https://travel.gov.gr.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა 15 ივნისს განაახლა ფრენები ათენისა და სალონიკის აეროპორტებში. პირველი ივლისიდან კი, სხვა აეროპორტების ამოქმედებაც იგეგმება.