საბერძნეთში ფერმერების აქცია დაგეგმილი. „როიტერის“ ინფორმაციით, ისინი დედაქალაქის, ათენის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან ტრაქტორებით გეგმავენ მისვლას.
ფერმერების თქმით, ენერგორესურსებზე ფასის მატებას და არასამართლიან კონკურენციას აპროტესტებენ.
საბერძნეთის ფერმერთა პროფესიულმა კავშირმა პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოკაცისთან მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე ამბობენ, რომ მთავრობის მიერ გატარებული ზომები მათთვის მისაღები არ არის.
ანალოგიური დემონსტრაციები, უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში: საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთსა და იტალიაში.