საბერძნეთში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 14 დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულო იქნება
საბერძნეთში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 14 დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულო იქნება

საბერძნეთში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 14 დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულო იქნება.

ამის შესახებ განცხადება საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.

მისივე თქმით, სამშობლოში დაბრუნებული საბერძნეთის მოქალაქეები კი ვალდებულები იქნებიან, 14 დღე თვითიზოლაციაში გაატარონ.

ამასთან ერთად, საბერძნეთის მთავრობამ იმ მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც სურსათი არ იყიდება.

საბერძნეთში ამჟამად კორონავირუსის 330-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია ოთხი ადამიანი.