საბერძნეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 35 შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულებს შორის არიან ტურისტებიც
საბერძნეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 35 შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულებს შორის არიან ტურისტებიც

საბერძნეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულებს შორის არიან ტურისტებიც.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 3 939 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 193 ლეტალური აღმოჩნდა.

როგორც „გარდიანი“ წერს, საბერძნეთი „კოვიდ-19“-თან გამკლავების მხრივ, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა გახდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში კვლავ აღდგება ყოველდღიური ბრიფინგები „კოვიდ-19“-ზე, რადგან მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოსახლეობა შეზღუდვებსა და რისკებს საკმარისად სერიოზულად აღარ აღიქვამს.