საბერძნეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 203 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საბერძნეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 203 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საბერძნეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 203 ადამიანი დაინფიცირდა, რაც ქვეყანაში ერთ დღეში დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ვირუსის შემთხვევათა უმრავლესობა ათენსა და თესალონიკშია გამოვლენილი.

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 22 კოვიდინფიცირებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

საბერძნეთის ხელისუფლება პანდემიასთან დაკავშირებით ახალი ზომების გამოცხადებას ამ კვირაში გეგმავს.

ქვეყანაში ამჟამად, შედარებით მსუბუქი შეზღუდვები მოქმედებს. საბერძნეთმა ტურისტებისთვის საზღვრები 1-ლი ივლისიდან გახსნა. ქვეყანას სულ 5623 ინფიცირებული და 212 გარდაცვლილი ჰყავს.