საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ ქვეყანაში 203 ადამიანს დაუდასტურდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საბერძნეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 5 623 შემთხვევა. გარდაიცვალა 212 ადამიანი.