საბერძნეთში ადგილობრივი მოსახლეობისთვის 500 სანაპირო გაიხსნა
საბერძნეთში ადგილობრივი მოსახლეობისთვის 500 სანაპირო გაიხსნა

საბერძნეთში „კოვიდ 19“-ის შემაკავებელი ზომების შემსუბუქება გრძელდება. დღეს, ქვეყნის მასშტაბით 500 სანაპირო გაიხსნა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სანაპიროებზე ყოფნისას მოსახლოებას ფიზიკური დისტანციის დაცვა მოეთხოვება, ასევე აუცილებელია ქოლგების წინასწარ განსაზღვრული დისტანციით დაშორება. 1000 კვადრატულ მეტრზე ერთდროულად მხოლოდ 40 ადამიანის ყოფნა შეიძლება. ამასთან, ქოლგები ერთმანეთისგან ოთხი მეტრის დაშორებით უნდა განთავსდეს.

საბერძნეთში, რეგიონის მასშტაბით „კოვიდ 19“-ის გავრცელების დონე შედარებით დაბალია. 11 მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსის 2800 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 160 ინფიცირებული გარდაიცვალა.