საბერძნეთში 4 მაისიდან შეზღუდვები ეტაპობრივად გაუქმდება
საბერძნეთში 4 მაისიდან შეზღუდვები ეტაპობრივად გაუქმდება

საბერძნეთის ხელისუფლება საკარანტინო ზომების გაუქმებისთვის ემზადება. ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.

კერძოდ, 4 მაისიდან მცირე ზომის მაღაზიები და სილამაზის სალონები გაიხსნება. 11 მაისიდან სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგება, თუმცა, ამ ეტაპზე სასწავლო დაწესებულებებში არ დაბრუნდებიან დაწყებითი კლასების მოსწავლეები.

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 2 490 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 130 ადამიანი.