საბერძნეთს ციკლონი „მედეა“ დაატყდა თავს. ქვეყნის ჩრიდლოეთ რეგიონებში ტემპერატურა მინუს 15 გრადუსამდე დაეცა. ძლიერი ქარისა და თოვლის გამო გადადებულია რამდენიმე ავიარეისი.
ამინდის გაუარესების გამო ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე რეგიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია. თოვს ათენშიც, სადაც ტემპერატურა ნულ გრადუსამდე დაეცა. უამინდობის გამო დაკეტილია ათენისა და სალონიკის დამაკავშირებელი მაგისტრალი.