საბერძნეთს ანტენტოკუნმპოს 31 ქულა არ ეყო - გერმანია ნახევარფინალში ესპანეთს შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT
საბერძნეთს ანტენტოკუნმპოს 31 ქულა არ ეყო - გერმანია ნახევარფინალში ესპანეთს შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

ევრობასკეტის მეორე მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრებმა 107:96 დაამარცხა საბერძნეთი და 2005 წლის შემდეგ პირველად გავიდა ნახევარფინალში, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.

გერმანელებმა მესამე მეოთხედში გაინაღდეს გამარჯვება, როცა 20:1 გაქცევა მოაწყვეს და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს. მასპინძლების მოგებას ხელი შეუწყო სამქულიანების კარგმა რეალიზაციამ – გერმანიამ 17 შორეული ტყორცნა ჩააგდო და 55 პროცენტის სიზუსტე დააფიქსირა.

 

გერმანია-საბერძნეთი  107:96

31:27, 26:34, 26:10, 24:25

გერმანია: შრიოდერი (26+8 პასი), ობსტი (19), ფ. ვაგნერი (19), ტაისი (13+16 მოხსნა), ფოიგტმანი (8) – სასტარტო; ტიმანი (10), უაილერ-ბები (6), ლო (3), გიფი (3), ჰოლატცი (0), ზენგფელდერი (0), ვოლფარტ-ბოტერმანი (0).

საბერძნეთი: ი. ანტენტოკუნმპო (31+7 მოხსნა+8 პასი), დორსი (13), პაპანიკოლაუ (7), პაპაიანისი (6), კალატესი (2) – სასტარტო; ლარენცაკისი (18), სლუკასი (8), აგრავანისი (7), ტ. ანტენტოკუნმპო (4), ლუნცისი (0), კ. ანტენტოკუნმპო (0), პაპაპეტრუ (0).