საბერძნეთმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა
საბერძნეთმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა

ევროკავშირის მასშტაბით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, რომელიც უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების შეჭრის საპასუხოდ მიიღეს, საბერძნეთმა ყველა რუსული თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე დახურა.

საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გამოსცა დირექტივა (NOTAM), რომელიც სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი ამოქმედება დღეიდან დაიწყო.

საბერძნეთი ხურავს საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის, მათ შორის კერძო საფრენი აპარატებისთვისაც.