საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი ქვეყნის გენშტაბის უფროსი ევანგელოს აპოსტოლაკისი გახდა
საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი ქვეყნის გენშტაბის უფროსი ევანგელოს აპოსტოლაკისი გახდა

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი ქვეყნის გენშტაბის უფროსი ევანგელოს აპოსტოლაკისი გახდა. მან აღნიშნულ პოსტზე პანოს კამენოსი შეცვალა, რომელიც მაკედონიის სახელის შეცვლის დავის გამო თანამდებობიდან გადადგა.

მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის „დამოუკიდებელი ბერძნების“ წევრი კამენოსი აპროტესტებდა მაკედონიის ახალ სახელწოდებაში სიტყვა „მაკედონიის“ შენარჩუნებას. პანოს კამენოსისა და მისი პარტიის სამთავრობო კოალიციის გასვლის გამო, ალექსის ციპრასს პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად ექვსი ხმა დააკლდა. ამის გამო 16 იანვარს საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა გაიმართება.

მაკედონიის პრემიერ-მინისტრის ზორან ზაევის მიერ საბერძნეთის პრემიერ ალექსის ციპრასთან მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის ახალი სახელწოდება „ჩრდილოეთ მაკედონია“ იქნება, ორ ქვეყანას შორის 28-წლიან დავას დაასრულებს და სკოპიეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობის კარს გაუღებს.

საბერძნეთი ნატო-ში მაკედონიის გაწევრიანებას ბლოკავდა. უთანხმოების საგანი მაკედონიის სახელწოდება იყო. საბერძნეთი სახელწოდების შეცვლას ითხოვდა, რადგან მაკედონია საბერძნეთის ერთ-ერთი რეგიონის სახელია.