საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმების რატიფიცირებას მხარს არ დაუჭერს
საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი პანოს კამენოსი აცხადებს, რომ მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმების რატიფიცირებას მხარს არ დაუჭერს. ამ შეთანხმების მიხედვით, იოუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკას სახელი უნდა გადაერქვას და მას ჩრდილოეთ მაკედონია უნდა დაერქვას.
„ჩემთვის ეს ცუდი გარიგებაა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ რატიფიკაცია დავბლოკო“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეთანხმებას მხარეებმა ხელი ივნისში მოაწერეს და ახლა რატიფიკაციისთვის საბერძნეთისა და მაკედონიის პარლამენტებს გადაეცა.
შეგახსენებთ, მაკედონიის პარლამენტმა უკვე მოახდინა ამ დოკუმენტის რატიფიცირება, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტმა დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კვლავ პარლამენტს დაუბრუნდება.