საბერძნეთის სასამართლომ თურქეთში ძებნილი პირების ექსტრადირების საკითხი არ დააკმაყოფილა
საბერძნეთის სასამართლომ თურქეთში ძებნილი პირების ექსტრადირების საკითხი არ დააკმაყოფილა. ცხრა პირი საბერძნეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა კრიმინალურ ორგანიზაციასთან კავშირისა და ასაფეთქებელი მოწყობილობებით ტერორისტების მომარაგების ბრალდებით, ნოემბერში დააკავა.სწორედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის საბერძნეთში ვიზიტის წინ.
ყველა მათგანი ბრალდებას უარყოფს. დაკავებულები აცხადებენ, რომ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის მხარდაჭერა ტერორიზმი არ არის.
მეჰმეთ დოღანი ერთ-ერთია ცხრა დაკავებულთაგან. მას თურქეთში 20-წლიანი სასჯელი აქვს მოხდილი, ერთ-ერთ ულტრა-მემარცხენე დაჯგუფებასთან სავარაუდო კავშირის გამო.
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, 2011 წელს საფრანგეთმა მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა. ამჟამად კი საბერძნეთში პატიმრობაში რჩება.