საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კირიაკოს მიცოტაკისმა პრემიერის თანამდებობა გადაიბარა
საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კირიაკოს მიცოტაკისმა პრემიერის თანამდებობა გადაიბარა

საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ახალი დემოკრატიის“ ლიდერმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ფიცი დადო და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გადაიბარა.

პრეზიდენტმა მას მთავრობის ფორმირება დაავალა. ახალმა დემოკრატიამ 300 მანდატიან პარლამენტში 158 ადგილის მოპოვება შეძლო. მას გამარჯვება უკვე მიულოცა ყოფილმა პრემიერმა ალექსის ციპრასმა, რომლის პარტია „სირიზამ“ არჩევნებში ხმათა 31.5 პროცენტით მეორე ადგილის დაკავება და 86 მანდატის მიღება შეძლო.