საბერძნეთის სამ რეგიონში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციები გაამკაცრეს
საბერძნეთმა მაღალი რისკის მქონე სამ რეგიონში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ზოგიერთი შეზღუდვა გაამკაცრა. დამატებითი შეზღუდვები ატიკაში, სალონიკსა და ქალკედონის რეგიონში 10 დღის განმავლობაში იმოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე იქნა მიღებული. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის აღნიშნულ რეგიონებში მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, მათ შორის სუპერმარკეტები და ასევე აფთიაქები, შაბათ-კვირის განმავლობაში იქნება გახსნილი, სადაც კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად 18:00 საათიდან იმოქმედებს. ამასთან, საშუალო სკოლები დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდებიან.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საბერძნეთში კორონავირუსის 162 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის პანდემიამ 5 922 ინფიცირებული პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.