საბერძნეთის საჰაერო ძალებმა ეგეოსის ზღვაზე თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატი პირველად დააფიქსირეს
საბერძნეთის საჰაერო ძალებმა ეგეოსის ზღვაზე თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატი პირველად დააფიქსირეს

საბერძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ეგეოსის ზღვაზე თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატი პირველად დააფიქსირეს.

ტელეკომპანია Skai-ს ინფორმაციით, თურქულმა საფრენმა აპარატმა ფრენა ბერძნულ კუნძულებს, როდოსსა და კასტელორიზოს შორის მაღალ სიმაღლეზე განახორციელა და საბერძნეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.

თურქული უპილოტო საფრენი აპარატის მიმართულებით საბერძნეთის ორი F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი კასტელის ბაზიდან გაფრინდა.

გავრცელებული ცნობით, ერთი დღის განმავლობაში, თურქულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა საბერძნეთის საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვია.