საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც 12 წლის შემდეგ, სკოპიეში თვითმფრინავით ჩავა
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება პირველი მაღალჩინოსანი , რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში სკოპიეში თვითმფრინავით ჩავა. ინფორმაციას The Associated Press ავრცელებს.
ნიკოს კოტზიასი მაკედონიის დედაქალაქში დღეს ჩავა, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.
დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეისები მას შემდეგ გაუქმდა, რაც სკოპიემ აეროპორტს ალექსანდრე დიდის სახელი დაარქვა, რის წინააღმდეგაც საბერძნეთი გამოდიოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაკედონიის მთავრობამ მთავარ მაგისტრალებზე ალექსანდრე მაკედონელის სახელობის საგზაო ნიშნების შეცვლა დაიწყო. მაკედონიის მთავრობის გადაწყვეტილებით სახელს შეუცვლიან მთავარ აეროპორტსაც და მას სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტს დაარქმევენ.
მაკედონიამ დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისი ოფიციალური სახელწოდებაა – ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.