საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ძლიერმა წყალდიდობამ მრავალი სახლი დატბორა, – ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ წერს.
მედიის ცნობით, დატბორვის გამო მაშველებმა 300-ზე მეტი გამოძახება მიიღეს. წყალდიდობამ, სახლების გარდა, საგზაო გვირაბებიც დატბორა.
ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გააფრთხილა მოსახლეობა მომდევნო დღეებში მოსალოდნელი უამინდობის გამო.
შეგახსენებთ, წყალდიდობის გამო, სერბეთის 50 მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 200-ზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწია.