საბერძნეთის ქალაქ პატრასში ჩამოინგრა ხიდი, რომელსაც რეკონსტრუქცია უტარდებოდა, დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი, ორი კი ნანგრევებშია მოყოლილი
საბერძნეთის ქალაქ პატრასის შესასვლელში ჩამოინგრა ხიდი, რომელსაც რეკონსტრუქცია უტარდებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი, ორი კი ნანგრევებშია მოყოლილი. დაშავებულია შვიდი პირი, მათგან ერთის მდგომარეობა სერიოზულია.
ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2021 წელს დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.