საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ზაფხულის პერიოდში მოსალოდნელი ტყის ხანძრების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ზაფხულში მოსალოდნელი ტყის ხანძრების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
„მოსალოდნელია, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებით სახიფათო იქნება. ამინდის თვალსაზრისით ძალიან რთული ივნისი იყო – გვალვა და სეზონისთვის უჩვეულოდ ძლიერი ქარი. ყველაზე რთული დრო ჯერ წინ გველოდება“, – განაცხადა მიცოტაკისმა.
გასული ორი დღის განმავლობაში საბერძნეთში ათობით ადგილზე გაჩნდა ხანძარი, მათ შორის ორი დედაქალაქ ათენთან ახლოს.