საბერძნეთში ფარმაცევტული კომპანია Novartis-ის საქმეს საპარლამენტო კომისია გამოიძიებს
საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო კომისია შეიქმნება, რომელიც შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია Novartis-ის ირგვლივ აგორებულ კორუფციულ სკანდალს გამოძიებს. ამ საქმეში საბერძნეთის ორი ყოფილი პრემიერი და რვა ყოფილი მინისტრი ფიგურირებს.
საბერძნეთის პროკურატურა თვლის, რომ შვეიცარულ ფარმაცვევტული კომპანია Novartis-ი ქრთამს უხდიდა ბერძენ პოლიტიკოსებსა და ექიმებს, რომ მედიკამენტებზე ფასი ხელოვნურად გაზრდილიყო.
ყველა ეჭვმიტანილი ბრალდებას უარყოფს და საბერძნეთის მთავრობას ამ საქმის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს.