მედიის ცნობით, საბერძნეთის კუნძულ ლესბოსთან სატვირთო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 12-ს კი ეძებენ
საბერძნეთის კუნძულ ლესბოსთან სატვირთო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაკარგულად მიიჩნევა.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
საბერძნეთის სანაპირო დაცვის ცნობით, სატვირთო გემზე, რომელსაც მარილი გადაჰქონდა, ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა.
როგორც მედია წერს, სატვირთო გემი სტამბოლისკენ მიემართებოდა.
სანაპირო დაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა „როიტერს“ განუცხადა, რომ ერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის რვა წევრი ეგვიპტელი იყო, დანარჩენები კი სირიისა და ინდოეთის მოქალაქეები იყვნენ.