საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა, ხარის თეოხარისმა „ბიბისისთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ ზაფხულს, ტურისტებს ისევ მიიღებენ, თუმცა დაცული იქნება სოციალური დისტანცირების წესები.
როგორც თეოხარისი აცხადებს, შეცვლილი იქნება მოგზაურობის წესები და დაწესდება დამატებითი მოთხოვნები ტურისტებისა და მათი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.
„ჩვენ 50 წელიწადზე მეტია ვიღებთ ტურისტებს და გვინდა, კვლავ ვაჩვენოთ ეს სტუმართმოყვარეობა. საბერძნეთი უსაფრთხო ქვეყანაა, მაპატიეთ, მაგრამ თქვენს ქვეყანაზეც უსაფრთხო“- განუცხადა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა „ბიბისის“.