საბერძნეთი უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრებს სავარაუდოდ 14 მაისიდან გახსნის
საბერძნეთი უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრებს სავარაუდოდ 14 მაისიდან გახსნის

საბერძნეთი უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრებს სავარაუდოდ 14 მაისიდან გახსნის. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ტურიზმის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჰარის ტეოჰარისის თქმით, საბერძნეთში შესვლა შეეძლება ყველას, ვისაც „კოვიდ-19“-ის ვაქცინა ექნება გაკეთებული, გადატანილი აქვს ვირუსი ან ქვეყანაში შესვლის წინ ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენს.

მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში ჩასულ ტურისტებს ადგილზევე ჩაუტარებენ ტესტირებას. იმ შემთხვევაში, თუ ტესტის პასუხი დადებითი იქნება, მათ დაუყონებლივ გადაიყვანენ იზოლაციაში. როგორც აღინიშნა, სამედიცნო ხარჯებს მთლიანად საბერძნეთის მთავრობა დაფარავს.