საბერძნეთი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის მილიარდ ევროს გამოყოფს
საბერძნეთი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის 1 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. შესაბამისი გადაწყვეტილება საბერძნეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის კონფიდენციალურ სხდომაზე იქნა მიღებული, რომელზეც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების დაუყოვნებლივ საჭიროებები განიხილებოდა.
დისკუსიაში საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი პანოს კამენოსიც მონაწილეობდა.
როგორც გამოცემა Ekathimerini წერს, საბერძნეთის სამხედრო საჰაერო ძალების მთავარ პრიორიტეტებს შორის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მოდერნიზაციაა.
საბერძნეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროცესი თურქეთთან დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.